ფეხბურთი

23:55 | 7.02.2025 | ნანახია 521 - ჯერ

ლუის ენრიკე პსჟ-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ესპანელი ხელშეკრულებას, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, ორი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე განაახლებს. ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს ხანში დადასტურდება.

ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენში“ 2023 წლის ივლისიდან მუშაობს, ხოლო მანამდე ესპანეთის ნაკრების, „ბარსელონას“, „სელტას“ და „რომას“ თავკაცი იყო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.082895