„ბარსელონას" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა ლა ლიგის მესამე მოთამაშე 21-ე საუკუნეში, ვინც სხვაზე სწრაფად გაიტანა 60 გოლი (90 მატჩი) - გვამცნობს სტატისტიჯური პორტალი Opta.
2 თებერვალს ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში „ბარსელონასა“ და „ალავესს“ შორის (1:0), გამარჯვების გოლი პოლონელებმა მიითვალა. რობერტზე სწრაფად 60 გოლი მხოლოდ ლუის სუარესმა (66 მატჩი) და კრიშტიანუ რონალდუმ (61 მატჩი) გაიტანეს.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 21 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. პოლონელი ასევე არის მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი.