UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა საუდის არაბეთში გამართულ პრესკონფერენციაზე MMA-ს ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო განცხადება გააკეთა.მისი თქმით, UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარებას არ გამორიცხავს.
პრესკონფერენციაზე დენა უაითს თურქმა ჟურნალისტმა ჰკითხა, იგეგმება თუ არა ღონისძიების თურქეთში ჩატარება.
"ჩვენ ყველგან ჩასვლა გვსურს, მაგალითად რამდენიმე ადამიანი აქტიურად ცდილობენ დამარწმუნონ, რომ UFC-ი საქართველოში ჩავატაროთ. რატომაც არა? ახლა ყველაზე კარგი დროა საქართველოში ჩასასვლელად. ამ ყველაფერს ყველა ინტერესით შეხვდება." - განაცხადა უაითმა.
გეტყვით, რომ საქართველოს სახელს UFC-ში 6 სპორტსმენი წარმოადგენს: ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე და გურამ ქუთათელაძე. მათგან ილია და მერაბი UFC-ის მოქმედი ჩემპიონები არიან.