"ალ-ნასრის" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანური სატელევიზიო გადაცემის El Chiringuito-ს ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც პორტუგალიელი ლიონელ მესისთან ურთიერთობაზე საუბრობს. რონალდომ ასევე ბერნაბეუზე გატარებული პერიოდიც გაიხსენა.
"ლიონელ მესისთან არასდროს ცუდი ურთიერთობა არ მქონია, ეს ყველაფერი პირიქით იყო. შესაძლებელია თუ არა ჩვენი დაპირისპირება მოედანზე კიდევ ერთხელ? ეს ფეხბურთის გულშემატკივარს გაახარებს, თუმცა ვთვლი, რომ ეს რთული იქნება."
"მენატრება თუ არა ბერნაბეუზე თამაში? გეტყვით, რომ ჩემი კარიერის ყველაზე ბედნიერი წლები სწორედ, სანტიაგო ბერნაბეუზე გავატარე". - განაცხადა რონალრუმ.
გეტყვით, რომ El Chiringuito-ს ვრცელი ინტერვიუ კრიშტიანუ რონალდუსთან 3 თებერვალს გავა ეთერში.
კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალს" 2009 წელს შეუერთდა მანჩესტერ "იუნაიტედიდან", მან "ბერნაბეუზე" 9 წელი დაყო და სამეფო გუნდის მაისურით 438 მატჩში 450 გოლის გატანა მოახერხა.