კალათბურთი

10:39 | 31.01.2025 | ნანახია 189 - ჯერ

ბოლდუინის 11 ქულა და "ბასკონიას" გამარჯვება ევროლიგაში "ბარსელონასთან"

ევროლიგის 24-ე ტურში კამარ ბოლდუინის „ბასკონიამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 88:86 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში დაძაბული თამაში იყო და მასპინძლებმა ბოლოს ორი ქულის სხვაობით მოგება მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა კამარ ბოლდუინმა 19 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მან 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.

„ბასკონია“ 10 მოგებით და 14 წაგებით ევროლიგაში მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 თებერვალს, სტუმრად „მონაკოს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.133416