ფეხბურთი

1:03 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" მცველი იპოვა, თუმცა გოგლიჩიძის ტრანსფერზეც პირდაპირი კონტაქტები შედგა

ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრალურ მცველს ეძებს, რადგან გუნდში ამ პოზიციაზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელია (ფედერიკო გატი) ჯანმრთელი.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, 30 იანვარს, „იუვენტუსსა“ და „ემპოლის“ შორის პირდაპირი კონტაქტი იყო, ისევე, როგორც ფეხბურთელის გარემოცვასთან. ტოსკანელები გოგლიჩიძეს 10 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა, ტურინელებს ურჩევნიათ, რომ მცველი იჯარით დაიმატონ. ჯერჯერობით, გარიგება ჩაშლის პირას არაა, 2 თებერვალს, „იუვენტუსი“ „ემპოლის“ უმასპინძლებს და შესაძლოა, მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

თუმცა, პარალელურად, „იუვეში“ თითქმის გადაწყდა „ლანსის“ და ავსტრიის ნაკრების მცველის, კევინ დანსოს ტრანსფერი. ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. ამან კი, „იუვენტუსში“ გოგლიჩიძის გადასვლას შესაძლოა ხელი შეუშალოს. აღსანიშნავია, რომ შუა სეზონში "ემპოლისაც" არ სურს გოგლიჩიძის დაკარგვა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ "იუვენტუსში" მისი ტრანსფერი უბრალოდ 6 თვით, ზაფხულისთვის გადაიდოს.

სატრანსფერო ფანჯარა 3 თებერვალს იხურება, დრო კიდევ რჩება და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ქართველი მცველით „მილანი“ და „ატალანტაც“ არიან დაინტერესებული. საბამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 19 მატჩი ჩაატარა. ის „ემპოლის“ ერთი წლის წინ 500 000 ევროდ შეუერთდა.

0.124649