ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ ქართული წყვილი მხოლოდ მეცხრე ადგილზე იყო და წარმოუდგენელი ჩანდა მედლისთვის ბრძოლა, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში ბერულავა-მეტელკინამ დიდებულად იასპარეზეს.
ტექნიკურ სეგმენტში მათ 71.34, ხოლო პროგრამულში 63.51 ქულა დაიმსახურეს და შესაბამისად, ჯამში 134.85 ქულა დააგროვეს. მოკლე პროგრამის ჩათვლით ჯამში 191.88 ქულა მიიღეს, რაც მესამე ადგილისთვის საკმარისი გამოდგა.
ევროპის ჩემპიონობა გერმანულმა დუეტმა მოახერხა, მეორე ადგილზე იტალიელები გავიდნენ, ხოლო მესამეზე მეტელკინა და ბერულავა.