კალათბურთი

1:10 | 20.01.2025 | ნანახია 0 - ჯერ

სანაძის 17 ქულა ესპეროსს მოსაგებად არ ეყო

საბერძნეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში დუდა სანაძემ კვლავ შედეგიანად ითამაშა, თუმცა მის გუნდს მოგებამდე მცირედი დააკლდა. ელიტ ლიგის მე-18 ტურში ქართველი უკანახაზელის გუნდმა “ესპეროსმა” “კოროივოსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრზლაში – 76:78 დამარცხდა. დუდასთვის ეს მესამე მატჩი იყო ბერძნულ გუნდში, თუმცა წინა შეხვედრების მსგავსად, გამარჯვება ვერც ამჯერად დააგემოვნა.

სანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების წევრს თანაბარი რაოდენობის სროლები ჰონდა სამივე პოზიციიდან: 7-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოო ჯამში დუდას 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი დაუგროვდა. თანაგუნდელ თეოდოროს ცილულისთან ერთად ის ესპეროსის ბომბარდირი გახდა.

აღსანიშნავია, რომ სანაძემ 17 ქულა ჩააგდო ესპეროსში მისთვის სადებიუტო მატჩშიც, ხოლო წინა ტურში, 11 იანვარს, “ტრიკალასთან” წაგებულ მატჩში 15 ქულა მიითვალა. 16-გუნდიან ელიტ ლიგაში “ესპეროსი” 5 მოგებითა და 13 მარცხით მე-14 ადგილზეა.

GBF.GE


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:21 | 23.10.2013
jabar (494)

ამგენს სულ ყველას ერთ ადგილზე კიდიათ კალათბურთი და მისი განვითარება////////////// ამ ლიპარტელიანს მართლა ნამუსი აღარ ააქ/// წადი ძმაო თუ გინდა მესი იყავი და ააშენე ე კალათბურთი მარა წადი ძმაო სირცხვილია///////// ერთიც არი ვინმეს მართლა ჯერა ამ ახვლედიანის საქმის კეთებიის? რა გოზინაყიც წინა იყო უარესი გოზინაყი იქნება ეგი რაღაცა ასე მგონია მეეე////////////

17:09 | 23.10.2013
kasparov (118)

ამათმა ხო დააქციეს ქართული კალათბურთი...ეხლა ახვლედიანი მოვა და საერთოდ დედას მოუ .....ს!!!!მიდით გააგრძელეთ!!!!ყოჩაღ ბესო,შენ თავხედოობას საზღვარი არ აქ!

16:02 | 23.10.2013
xareba jibuti (10)

ერთმანეთზე გადაბმულები..)) მიშა ახვლედიანი არის ერთადერთი კანდიდატი რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს, ნაკრების წარმატებას ნუ იწერს ლიპარტელიანი ის ბიჭების ხარჯზეა და არა ფედერაციის, პრემიები ეხლაც არ მიუციათ ბიჭებისთვის.. ლიპო შენი დღეეები დათვლილია...!!!

14:58 | 23.10.2013
darispani (1002)

ლიპარტელიანი- მხოლოდ სანაგვეზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

10:24 | 23.10.2013
zulu (627)

ბოლო-ბოლო რა გახდა ეს წერდება ფიბას ერთი წერდება აქვს აიღეთ დახვეწეთ და მოარგეთ ქართულ რეალობას (დახვეწაში არ ვგულისხმობ ახლის დაწერას).
მაგაზე მთავარი იმის მოსმენაა ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი და რა გეგმას წარადგენს.
რა გაკეთდება ქართული კალათბურთისთვის (ბავშვთა, ქალთა-ვაჟთა).
რა უბედურებაა 25 წლის განმავლობაში ეთი წესდებით ირჩევდით პრეზიდენტს და არ ტყდებოდა ამდენი განგაში და ეხლა რა უბედურება შექმენით?
ბოლო-ბოლო ან დროებით (წლის ბოლომდე) დატოვეთ ლიპარტელიანი ან ახალი დროებითი პრეზიდენტი იყოს და იურისტების დამოუკიდებელ ჯგუფს მიეცით ამ წესდების დახვეწის საშუალება, მანადე ყველა კანდიდატმა წარმოადგინოს თავისი სამუშაო გეგმა და როცა წესდება მზად იქნება გაცნობილი მაინც ვიქნებით უკვე კანდიდატების შეხედულებებს და წესდების დამტკიცებიდან ერთ კვირაში ჩაატარეთ არჩევნები.

0.071841