დუდა სანაძის წარმატებული დებიუტი საბერძნეთში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 2 დღის წინ კონტრაქტი საბერძნეთის რანგით მე-2 ლიგის კლუბთან გააფორმა, სადაც პირველი მატჩი უკვე ჩაატარა და ერთ-ერთი თავისიანთაგან საუკეთესო იყო.
ლამიასმა შინ ერმის შიმატარიუსთან 74:80 წააგო, ქართველმა ლეგიონერმა კი მოედანზე 21:08 წუთი გაატარა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მასპინძელთა რიგებში ბომბარდირი გახდა.
სანაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და მხოლოდ ერთ თანაგუნდელს ჩამორჩა.
ესპეროს ლამიასს 5 მოგება და 11 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება. გათამაშების ფორმატის თანახმად, რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს საუკეთესო 6 გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ბრძლას გააგრძელებს. სანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 11 იანვარს, სტუმრად, ტრიკალასთან გამართავს.
GBF.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუკი ყველაფერი ასე იდეალურად არის და გვპირდებიან რომ ქართული კალათბურთი მოძლიერდება, მაშინ რა ჯობია მაგას. იქნებ ჟურნალისტებს ეკითხათ, ან თუ იკითხეს ჩვენთვისაც ეთქვათ რა შეიცვალა კონკრეტულად წესდებაში, ან რა იყო შესაცვლელი რაც აქამდე ცუდი იყო და ა.შ. ცოტა მეტი დეტალები არ გვაწყენდა.