ტურინის „იუვენტუსის“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ იტალიურ მედიასთან თავის ყოფილ კლუბზე ისაუბრა.
ტრეზეგე გამოეხმაურა დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ კრიტიკას, რომლის თამაშით „იუვეს“ ფანები უკმაყოფილო არიან. ფრანგმა აღნიშნა, რომ „იუვენტუსში“ უბრალოდ უნდა გაიმარჯვო და თუ ამის უნარი ფეხბურთელს არ გააჩნია, გუნდი უნდა შეიცვალოს.
„იუვეში“ შიმშილით უნდა ითამაშო, რათა გაიმარჯვო, დანარჩენს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიდან გაგიშვებენ. ეს არის ის, რაც მე ვისწავლე ანიელისგან, მოჯისგან, ჯირაუდოსა და ბეტეგასგან. „იუვენტუსი“ არის კლუბი, სადაც უნდა გაიმარჯვო, მაგრამ თუ არ იცი და არ შეგიძლია მოგება, მაშინ გუნდი უნდა შეიცვალო“.
ტრეზეგემ მიმდინარე სეზონში „იუვეს“ შედეგებზეც გააკეთა კომენტარი: „ტიაგო მოტა კარგად მუშაობს, მაგრამ „იუვენტუსისგან“ გულშემატკივარ გამარჯვება ელოდება და მორჩა, დანარჩენი არავის აინტერესებს, როდესაც ტურინში სასეირნოდ გადიხარ, ხალხს შენზე არაფერი აინტერესებს, მხოლოდ გამარჯვება უნდათ, ეს კონტემ თავის დროზე ძალიან კარგად გაიგო: „იუვე“ არის „იუვე“ და უნდა მოიგო, წერტილი“
2006 წელს „იუვენტუსმა“ სკუდეტო მოიგო, მაგრამ კალჩოპოლის გამო ჩამოართვეს და „ინტერს“ გადასცეს, რომელიც იმ სეზონში მესამე ადგილზე გავიდა. ტრეზეგოლმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ყველამ ვიცით, ინტერისტებმაც იციან: 2005-2006 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოედანზე „იუვენტუსმა“ მოიგო, „ინტერზე“ ძლიერი რომ იყო, დაამტკიცა. ეს სკუდეტო, რომლითაც დღეს „ინტერი“ ამაყობს, რაღაც ილუზიაა, ვფიქრობ, „ინტერის“ ბევრმა ფეხბურთელმაც იცის, რომ მათ ეს ტიტული არ მოუგიათ, „იუვენტუსი“ იყო გამარჯვებული და იმსახურებდა მოგებას“.
შეგახსენებთ, რომ დავიდთ ტრეზეგე „იუვენტუსში“ 2000-2010 წლებში თამაშობდა და 320 მატჩში 171 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია ლეგიონერთა შორის.