ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ გამოაცხადა 36 წლის ბრაზილიელი გარემარბის, ვილიანის წასვლის შესახებ, რომელიც მანამდე ლონდონის „ჩელსიში“ თამაშობდა.
„ოლიმპიაკოსი" ვილიანს წარმატებას უსურვებს მის მომავალ კარიერაში. მას ყოველთვის ეყოლება ოჯახი პირეოსში“, - ნათქვამია კლუბის გვერდზე სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
ვილიანი „ოლიმპიაკოსის“ ფეხბურთელი 2024 წლის სექტემბერში გახდა. ამ ხნის განმავლობაში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ვილიანი თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი „ჩელსიში“ თამაშობდა. ბრაზილიელი „ლურჯებში" შვიდი წლის განმავლობაში ირჯებოდა (2013 წლიდან 2020 წლამდე). ლონდონურ კლუბთან ერთად მან მოიგო პრემიერლიგის ორი ტიტული, ლიგის თასი, ასოციაციის თასი და ევროპა ლიგა. გარემარბი ასევე თამაშობდა „კორინთიანსში,“ „შახტარში,“ „ანჟიში“, ლონდონის „არსენალსა“ და „ფულემში”.