ფეხბურთი

11:39 | 31.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტის“ კრიზისზე დეტალურად ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა „ლესტერთან" პრემიერ ლიგის მე-19 ტურის მატჩში მოგების (2:0) შემდეგ გუნდის წარუმატებელი გამოსვლების სერიაზე ისაუბრა.

„ზოგიერთი ფეხბურთელისთვის ნამდვილად რთულია, ასეთი სეზონი გამოვიდა. პირველი ოთხი კვირა კარგი იყო და შემდეგ ისეთ რიტმში შევედით, ძალიან ბევრ მატჩს ვთამაშობდით.

მაგრამ მათ ეს უნდა გაეკეთებინათ, რადგან თუ სხვა არავინ გყავს, უნდა ითამაშო. მათ აიღეს ეს ტვირთი, იმედია ახალ წელს ტრავმირებულები გამოჯანმრთელდებიან და ჩვენ გუნდურად დავუბრუნდებით რიტმს.

ვფიქრობ, პეპი ჩვეულებრივზე ცოტა უფრო დეპრესიული იყო, მაგრამ არა მგონია, რომ ამან დიდი გავლენა მოახდინა. ცუდი პერიოდის შემდეგ საკუთარ თავს ვერ შეცვლი.

ბევრი კარგი მომენტი გვქონდა, ვიცით როგორ მოვიგოთ მატჩები. მაგრამ ახლა არ გამოგვდის. უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქეებიც კარგები არიან. უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ვცდილობთ და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“, - ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ 14 ქულით ჩამორჩება.

0.132754