კალათბურთი

8:55 | 9.12.2024 | ნანახია 2348 - ჯერ

გოგა ბითაძის საოცარი მატჩი და “ორლანდოს“ გამარჯვება „ფინიქსის“ წინააღმდეგ (VIDEO)

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, მორიგი შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“, რომელმაც საკუთარ დარბაზში „ფინიქსს სანს“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 115:110 დაამარცხა.

შეხვედრა სტუმრებმა კარგად დაიწყეს და შესვენებაზე მათთვის სასურველი ანგარიშით გავიდნენ, თუმცა „ორლანდომ“ ბოლო მეოთხედი შესანიშნავად ითამაშა და 8 ქულიანი უპირატესობით მოიგო, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

გოგა ბითაძეს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა, მან 30 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 21 ქულა 16 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემას მოუყარა თავი და მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ „ორლანდოს“ 17 მოგება და 9 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის გათამაშებაში მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 11 დეკემბერს „მილოუკის“ წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:57 | 10.12.2024
ogafa (10143)

ყოჩაღ

13:13 | 09.12.2024
KoRBeN DaLLaS (24838)

წელს გოგას ბუზსაც ვეღარავინ აუფრენს. დროც საკმარისი ექნება და პლეიოფსაც დადებს მეჯიქი.
იმედია სანდროსკენაც მოტრიალდება იღბალი. ნაღდად პასუხობს ნბა-ს მოთხოვნებს.

10:55 | 09.12.2024
კართაგენი28 (12606)

Ძაან აქვს გოგას მომატებული და რაც მᲗავარია, Თავდაჯერებულობა და სიᲗავხედე Შემატა მის ᲗამაᲨს) Ჩემი აზრიᲗ გოგაზე სერიოზული მოᲗხოვნა გაᲩნდება ლიგაᲨი ) ორლანდო მისᲗვის იდეალური გუნდია, Თუ კარტერი დატრეიდდა და მაგისი ტრეიდი Ძაან რეალურია

0.067235