NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ფილადელფიას“ ესტუმრა და 94:102 დამარცხდა. დაძაბული შეხვედრის საკვანძო მონაკვეთი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 11 ქულით მოიგეს და საბოლოო განსხვავებაც ამან განაპირობა.
ბითაძემ 25 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
საუკეთესო „ორლანდოს“ რიგებში ისევ გერმანელი ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 30 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, ხოლო „ფილაში“ პოლ ჯორჯი გამოირჩა 21 ქულით, 4 მოხსნით და 9 პასით.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 მოგებით და 9 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 9 დეკემბერს, შინ „ფინიქს სანსთან“ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სპორტის სამინისტროს თანამშრომლებიც გასვარა გაბრიჩიძემ როგორც ჩანს. იმის მაგივრად, რომ ქართული კალათბურთის განვითარებისთვის მიმართოს თანხები, ამ ვირ-ეშმაკმა გაბრიჩიძემ მრავალ ათასიანი მივლინება (გულაობა) მოუწყო სამინისტროს წარმომადგენლებს. მაინდამაინც რუსთავი 2 -დან უნდა მოვისმინოთ სიმართლე, ამდენი სპორტული ჟურნალისტი ხართ, ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება და დავრწმუნდებით, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან სპორტში.
და მეორე კიდევ, რას ბჟუტურობ გაბრიჩიძე? ბასკეთი რომ ეკონომიკურად განვითარებული რეგიონია და "ლაბორალ კუჩა" მდიდარი კლუბი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენი ბავშვებიც (თუკი ისინი საერთოდ არიან იქ ამ პროგრამით) შენს მიერ გაფორმებული კონტრაქტის წყალობით იდიალურ პირობებში არიან? ვისაც უნდა, რომ ამ ვირ-ეშმაკმა "დააბოლოს", დე "დაბოლდეს".
ბულაშვილზე გადაცემები იკო კემპით აირჩიესო,კვარაცხელია და კანკია უკეთებდა რეკლამას,ეხლა არაო,რად გინდათ ესეთი სისულელეები,ეხლა რატო უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ?,ბაბილოძე ცირიკიძე,მამუკელაშვილი,ბითაძე,ამ ბიჭებმა რა დააშავეს,თქვენ საერთოდ რას აკეთებთ?
მომკალით და ამ ფლეგმა გაბრიჭიძის გამომეტყველების მიღმა დიდი უბედურებისა უფრო მჯერა ვიდრე მასში მილიგრამ სინდისიერების არსებობისა.... ეს პოლიხრონიონ სასტავი ხო ვაბშე... ეგ ფედერაცია კი არა სკკპა რაა!!!!!