ფეხბურთი

16:33 | 6.12.2024 | ნანახია 171 - ჯერ

„ვესტ ჰემი“ უკრაინელ ფეხბურთელს უმიზნებს

პრემიერლიგის ბინადარი „ვესტ ჰემი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას უკრაინელი ფეხბურთელით გეგმავს, საუბარია დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველ, გეორგი სუდაკოვზე.

აღნიშნულ ინფორმაციას TBRFootball-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით უკრაინული კლუბი ფეხბურთელის გაყიდვაზე თანახმაა, თუ „ჩაქუჩები“ 50 მილიონ ევროს გადაიხდიან.

22 წლის გეორგი სუდაკოვი „შახტარის“ აკადემიის აღზრდილია, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069509
სარეკლამო ადგილი - 99
X x X