„მარსელი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში საკუთარ მოედანზე „ოსერთან“ მოულოდნელად 1:3 დამარცხდა.
ფრანგული კლუბი ბოლო წლებში არასტაბილურად თამაშობს, მწვრთნელებს ხშირად იცვლის. თითქოს, მიმდინარე სეზონი განსხვავებულად დაიწყო რობერტო დე ძერბის ხელმძღვანელობით, თუმცა, როგორც ჩანს, ვერც იტალიელმა შეცვლა კლუბის მენტალიტეტი.
როგორც მან თქვა, მზადაა გადადგეს, თუ პრობლემას თავად წარმოადგენს:
„პრეზიდენტ ლონგორიას ვუთხარი, რომ თუ პრობლემა მე ვარ, შემიძლია გუნდი დავტოვო, უარი ვთქვა კონტრაქტზე და მთელ ფულზე, რომელიც კონტრაქტით მეკუთვნის“, - აღნიშნა დე ძერბიმ.
შეგახსენებთ, რომ „მარსელი“ ლიგა 1-ში მეორე ადგილზე „მონაკოსთან“ ერთად, მაგრამ ლიდერ პსჟ-ს 6 ქულით ჩამორჩება, თანაც თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.