„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ „ოქსფორდ იუნაიტედთან“ მატჩის (1:0) შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები კიდევ ერთხელ არ დაიშურა.
„ვფიქრობ, მეორე ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რაც ჩვენ ვითამაშეთ და გიორგი ამ ყველაფრის შუაგულში იყო. როცა ის ასე თამაშობს, მისი ყურება სასიამოვნოა. თუ გიორგი თავის თამაშს გოლებს დაუმატებს და შედეგიანობას გააუმჯობესებს, ის პრემიერლიგის ტოპ ოთხი ფეხბურთელის დონეზე იქნება.
ის საოცრად თამაშობს ბურთით, თანაგუნდელებისთვის უამრავ შანსს ქმნის, პრესინგის მიუხედავად, ბურთს არ კარგავს, ასეთი ფეხბურთელები იშვიათია. ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი მინახავს და ჩაკვეტაძე მათ დონეზეა, მისი თამაში აღფრთოვანებას იწვევს“, - თქვა ქველერლიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სამჯერ საგოლე პასი მიითვალა.