ფეხბურთი

19:21 | 8.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

რა თქმა უნდა, განაცხადშია კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ასაკის მიუხედავად, სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს.

მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), რუი სილვა (ბეტისი), ჟოზე სა (ვულვზი)

მცველები: ანტონიო სილვა (ბენფიკა), რენატო ვეიგა (ჩელსი), ტიაგო ჯალო (პორტუ), ჟოაო კანსელო (ალ-ჰილალი), დიოგო დალო (მანჩესტერი), ნუნუ მენდეში (პსჟ), ნელსონ სემედუ (ვულვზი), ტომას არაუხო (ბენფიკა), ნუნუ ტავარეში (ლაციო)

ნახევარმცველები: ჟოაო პალინია (ბაიერნი), ჟოაო ნევეში (პსჟ), ოტავიო (ალ-ნასრი), ვიტინია (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), მათეუს ნუნიეში (მანჩესტერ სიტი), პედრო გონსალვეში (სპორტინგი)

თავდამსხმელები: რაფაელ ლეაუ (მილანი), ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი), ჟოაო ფელიქსი (ჩელსი), პედრო ნეტო (ჩელსი), კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი)

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგაზე ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს. რობერტო მარტინესის გუნდი 15 ნოემბერს, პოლონეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, ხორვატიას ესტუმრება.

0.105733