ლევერკუზენის "ბაიერის" მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო მადრიდის "რეალის" სათავეში ჩადგომასთან ახლოსაა. ამის შესახებ Teamtalk იტყობინება.
წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი რამდენიმე თვეა ესპანელი სპეციალისტის გარემოცვასთან ურთიერთობს და ახლა ალონსო შეძლებისდაგვარად ახლოსაა მომავალ ზაფხულში „რეალის“ ჩაბარებასთან.
აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ მიმდინარე სეზონი იდეალურად ვერ დაიწყო, ბოლო ორი საშინაო მატჩი კი, სულაც წააგო, ჯერ „ბარსელონასთან“ (0:4) და შემდეგ „მილანთან“ (1:3).
ესპანური მედიის ცნობით, თუ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის გაათავისუფლებენ, პერესი მზადაა ზაფხულამდე დროებით დანიშნოს კასტილიას მთავარი მწვრთნელი რაული, სანამ ალონსო მადრიდელთა ახალი მწვრთნელი გახდება.
ჩაბი ალონსო „რეალს“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან წლების განმავლობაში „სამეფო კლუბში“ თამაშობდა, ხოლო სამწვრთნელო საქმიანობაში „ლევერკუზენს“ გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა, გარდა ამისა, ევროპა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.