ფეხბურთი

2:40 | 6.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "სუონსისთან" დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-14 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „სუონსი სიტის“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს და მერე ანგარიში შეინარჩუნეს. ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, ორჯერ კარისკენ დაარტყა, თუმცა გუნდს მარცხი ვერ აარიდა.

„უოტფორდი“ 22 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 8 ნოემბერს, „ოქსფორდ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

0.114218