ჭიდაობა

23:12 | 31.10.2024 | ნანახია 806 - ჯერ

მირიან მაისურაძის ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მირიან მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

97 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ ინდოელი სანდიპ მანი 10:0, სლოვაკი ბატირბეკ ცაკულოვი 4:2 და იტალიელი ბენჟამინ ჰონისი 9:2 დაამარცხა, ხოლო ფინალში ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი, რომელთანაც 0:6 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მოგეხსენებათ, მანამდე ავთანდილ კენჭაძემ მოახერხა ოქროს მედლისა და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ამდენად, თავისუფალ ჭიდაობაში გამოსვლა საქართველომ თითო ოქრო-ვერცხლის მედლით დაასრულა (ოთხ წონაში).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ არაოლიმპიურ წონებში გაიმართა. მანამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ ორი ბრინჯაოს მედალი მიპოვა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:56 | 25.11.2024
mushni (93569)

მაგარი ათლეტურია...მოუმატაებს კიდე ეს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130595