გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი ნახევარმცველი გამოცემა Kicker-მა გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურში. მან გუშინ „ლასკის“ წინააღმდეგ თავური დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 6 გოლი დაუგროვდა, ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა.
„შტურმი“ 25 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას, 2 ნოემბერს კი, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს.