კალათბურთი

14:54 | 27.10.2024 | ნანახია 155 - ჯერ

გოგა ბითაძის 5 წუთი და "ორლანდოს" პირველი მარცხი

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „მემფის გრიზლის“ დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ 11:124 წააგო.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც „ორლანდომ“ მესამე პერიოდში მცირედით აღმოფხვრა, რომელიც 35:21 მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და საბოლოოდ მარცხი განიცადა.

ბითაძეს სათამაშოდ მხოლოდ 5 წუთი მისცეს, რომელშიც მან თავი 2 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით გამოიჩინა.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 2 მოგებით და 1 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 29 ოქტომბერს, შინ „ინდიანასთან“ გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062782
სარეკლამო ადგილი - 99
X x X