კატალონიის „ბარსელონა“ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით შეუჩერებელია. მარტო ის რად ღირს, რომ ბოლო ორი მატჩი, ოთხდღიან ინტერვალში „ბაიერნისა“ და „რეალის“ წინააღმდეგ გამანადგურებელი ანგარიშებით მოიგო.
ზოგადად, ფლიკის „ბარსას“ წარმოუდგენელი ოქტომბერი ჰქონდა: 5 მატჩი, 5 მოგება, 21 გატანილი და 2 გაშვებული გოლი! ოქტომბერში „ბლაუგრანამ“ 5:0 გაანადგურა „იანგ ბოიზი“, 4:0 „რეალი“, 4:1 „ბაიერნი“, 5:1 „სევილია“ და 3:0 „ალავესი“.
„ბარსელონას“ მიმდინარე სეზონში სულ ორი მარცხი აქვს - ლა ლიგაში „ოსასუნასთან“ (2:4) და ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსთან“ (1:2).
11 ტურის შემდეგ „ბარსა“ ლა ლიგას 30 ქულით ლიდერობს და "რეალს" უკვე 6 ქულით უსწრებს. ამ 11 შეხვედრაში ფლიკის გუნდმა 37(!) გოლი გაიტანა, რაც უბრალოდ დაუჯერებელი შედეგია.
მოკლედ, ჰანსი ფლიკის და „ბარსელონას“ კავშირი ფანტასტიკურად დაიწყო...