„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „რეალთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
„მართალი გითხრათ, „ელ კლასიკოზე“ აქამდე ბევრი არ მიფიქრია. მნიშვნელოვანია გუნდის კარგად მომზადება, ვერც კი აგიხსნით რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვალინდელ თამაშს.
ჩვენ განსხვავებული იდეები გვაქვს, შეგვიძლია სხვადასხვა გზით ვითამაშოთ. „ბაიერნთან“ მატჩში მივხვდით, რომ რაღაცები უნდა გავაუმჯობესოთ. ახლა მოგვიწევს მადრიდის "რეალის" თამაშთან და სტილთან შეგუება. მადრიდის „რეალი“ კარგად მომზადებული გუნდია, მაგრამ ვენდობი ჩემს ბიჭებს, რადგან ისინი აქამდე მშვენივრად მუშაობდნენ.
როგორც ყოველთვის ვამბობდი, შესანიშნავი გუნდი გვყავს. ლამინე გამორჩეული მოთამაშეა, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას კუბარსიზე. ბოლოს და ბოლოს, ყველა ვხედავთ, როგორ თამაშობს ის 17 წლის ასაკში. ხვალ ყველა ჩვენი ფეხბურთელი 100%-ით მზად უნდა იყოს“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.