კალათბურთი

12:38 | 25.10.2024 | ნანახია 494 - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს ახალი სეზონი დაიწყო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ NBA-ს ახალი სეზონი მარცხით დაიწყო. გრეგ პოპოვიჩის გუნდი პირველ ტურში „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა მასპინძლებმა 120:109 მოიგეს. მამუკელაშვილს მხოლოდ ბოლო 6 წუთი მიეცა სათამაშოდ, მან კი, მხოლოდ 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

„დალასში“ ლუკა დონჩიჩი გამოირჩა 28 ქულით, 10 მოხსნით და 8 პასით, კლეი ტომპსონმა კი, 22 ქულა დააგროვა.

„სან ანტონიო“ მეორე შეხვედრას 27 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ჰიუსტონთან“ ჩაატარებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:26 | 25.10.2024
Kobe Bean (21717)

რეგულარულის მვპ კი 80 პროცენტით შემიძლია ვთქვა რომ გახდება დონჩიჩი.თუ მართლა არ მოპარეს.ეს დალასი ისეთი გუნდი ნაღდადაა რომ ბევრი თამაში(60-ამდე) მოიგოს და ლუკასაც ისეთი სტატისტიკა ექნება რომ გახდება მვპ

16:24 | 25.10.2024
Kobe Bean (21717)

ბოსტონს ყავს დიდი ხუთეული და მაგათ ვერ მოუგებს ლუკა თუ სმარტიც არ დაიმატეს(ან ვინმე სხვა მაგის დონე),თორემ სხვა გუნდს ამ დალასითაც ყველას ჩახდის ლუკა.ტატუმი ბრაუნი პორზინგასი ჯრუ ვაითი,ასეთი ხუთეულის მოგება ლუკა-კაირი-კლეის ტრიოთი რთულია.აი ლუკა კაირი კლეი სმარტის ოთხეულით კი შესაძლებელია უკვე თუ ლიდერი ანუ ლუკა შესაბამის დონეს დადებს.

16:17 | 25.10.2024
Kobe Bean (21717)

როგორც იქნა დაიწყო ნბა,მაგარი მონატრებული მქონდა.დალასის ქომაგი ვარ ამ სეზონში და ერთი იგროკი მაკლია მაინც საჩემპიონო რომ იყოს ლუკას კამანდა.სმარტი დაგვხატავდა და მეტი მართლა აღარაფერი იქნებოდა საჭირო.დალშე კი უნდა მიეხედა ლუკას საქმისთვის.სასტარტო ხუთელი მშვენიერი ყავს დალასს,ლუკა კაირი კლეი პიჯეი გაფორდი,სკამიდანაც ლაივლი კარგია და სმარტი რომ ყავდეთ,ვსიო რა,მეტი გაძლიერება უკვე მართლა ძაან ძლიერს გხდის და აღარც აქვს ფასი მასე მოგებულ ბეჭედს.7 კარგი იგროკი ეყოლებოდა გუნდს სმარტი რომ დაითრიონ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123762