ფეხბურთი

11:29 | 23.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძემ "ატლანტა იუნაიტედი" პლეი-ოფში გაიყვანა - წინ მესის "მაიამია" (+VIDEO)

MLS-ის პლეი-ინში ითამაშა საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედმა". ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად "მონრეალს" შეხვდა და ამ თამაშის ბედი, ძირითად დროში ვერ გაირკვა. მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.

აღმოსავლეთი კონფერენციის პლეი-ოფში გადასასვლელი საგზური პენალტების სერიაში გაირკვა. საბამ და მისმა თანაგუნდელებმა თერთმეტმეტრიანების სერია 5:4 მოიგეს და შემდეგ ეტაზე გავიდნენ. გადამწყვეტი პენალტი, სწორედ საქართველოს ნაკრების წევრმა გაიტანა.

"ატლანტა იუნაიტედი“ პლეი-ოფის პირველ რაუნდში ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ შეხვდება. ამრიგად, ქართველ ფეხბურთელს არგენტინელი ლეგენდის წინააღმდეგ თამაში მოუწევს. ამ წყვილში გამარჯვებული ორ რაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117795