ფეხბურთი

1:00 | 23.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

კაშიამ ჩემპიონთა ლიგაზე "სლოვანს" უკაპიტნა, "შტურმი" - "სპორტინგი" ქართველებმა იმსაჯეს

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში გურამ კაშიას „სლოვანი“ სტუმრად „ჟირონას“ დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუშვა და ისევ უქულოდ დარჩა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და გუნდის კაპიტანიც იყო. „სლოვანს“ 0 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 5 ნოემბერს, „დინამო ზაგრებს“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ კაშია მეორე ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავის გუნდს უკაპიტნა, პირველი ოთარ კიტეიშვილია, რომელსაც ეს პატივი წინა ტურში ერგო.

ზედიზედ მესამე თამაში წააგო გრაცის „შტურმმა“, რომელიც საკუთარ მოედანზე ლისაბონის „სპორტინგთან“ 0:2 დამარცხდა. არ უთამაშია ოთარ კიტეიშვილს, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო. ეს მოულოდნელია, რადგან ქართველი გუნდის ლიდერია და რა გახდა უთამაშებლობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „შტურმს“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩი 6 ნოემბერს, სტუმრად „დორტმუნდთან“ ელოდება.

სხვათა შორის, „შტურმი“ – „სპორტინგის“ მატჩი ქართველებმა იმსაჯეს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოხდა. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო.

წააგო დონეცკის შახტარმაც“, რომელიც ლონდონში „არსენალთან“ 0:1 დამარცხდა. ირაკლი აზაროვს ისევ არ უთამაშია, თადარიგში დარჩა. უკრაინულ გუნდს ერთი ქულა აქვს და 6 ნოემბერს, „იანგ ბოიზს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114853