ფეხბურთი

21:14 | 21.10.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ვახტანგ ჭანტურიშვილის ულამაზესი გოლი პრაღის "სლავიასთან" (+VIDEO)

ჩეხეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილმა პრაღის „სლავიას“ ულამაზესი გოლი გაუტანა.

ქართველმა 66-ე წუთზე შორი მანძილიდან მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა და სხვაობა შეამცირა (1:2), მაგრამ დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და „იაბლონეცი“ 1:2 დამარცხდა.

ჭანტურიშვილს ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„იაბლონეცი“ 11 ტურში მოპოვებული 17 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 ოქტომბერს, ოლომოუცის „სიგმას“ ესტუმრება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067472
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}