ფეხბურთი

13:42 | 20.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად ქართველი არბიტრები ჩემპიონთა ლიგის მატჩს იმსაჯებენ

ისტორიაში პირველად, ქართველი მსაჯები უეფას ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს მოემსახურებიან.

უეფას გადაწყვეტილებით, ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმის" და ლისაბონის "სპორტინგის" შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. ქართველი არბიტრის ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება. VAR-ის ოთახში იმუშავებენ ალესანდრო დი პაოლო და ლუკა პაირეტო იტალიიდან.

ქართველ მსაჯებს აქამდე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმუშავიათ, ჯგუფურ ეტაპზე კი, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ლიგის ფაზით შეიცვალა, ქართველები პირველად იმსაჯებენ.

გიორგი ყრუაშვილი კარგა ხანია მუშაობს ევროტურნირების მატჩებზე, მაგრამ ასეთი რანგის მატჩზე პირველად იმუშავებს. რამდენიმე დღის წინ მან ერთა ლიგაზე, ფინეთი-ინგლისის თამაშიც განსაჯა.

შტურმის და სპორტინგის შეხვედრა 22 ოქტომბერს, ვიორთერზე შტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.113765