ფეხბურთი

15:16 | 13.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი სამწვრთნელო ლიცენზიიის აღებას გეგმავს

გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ლეგენდა ტონი კროოსი სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად დარეგისტრირდა. ინფორმაციას ესპანური გამომცემლობა Relevo ავრცელებს.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, კროოსი ჯერჯერობით არ არის დარწმუნებული, სურს თუ არა გახდეს მწვრთნელი, თუმცა ის თვლის, რომ ამისთვის მზად უნდა იყოს.

ტონიმ პროფესიონალურ კარიერაში უკანასკნელი მატჩი ევრო 2024-ზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართა, სადაც მისი ნაკრები 1:2 დამარცხდა და ევროპირველობას 1/4-ფინალიდან გამოეთიშა.

კარიერის დროს გერმანელი ცენტრალური ნახევარმცველი მიუნხენის “ბაიერნის”, ლევერკუზენის “ბაიერის”, მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.

კროოსს არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონატი (2014), ჩემპიონთა ლიგა (5-ჯერ), უეფას სუპერთასი (5-ჯერ), ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (6-ჯერ), გერმანიის ბუნდესლიგა (3-ჯერ), ესპანეთის ლა ლიგა (3-ჯერ).

0.117191