იტალიური „ფიორენტინას“ ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს მიმართა, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
„შენ თამაშს ბავშვობიდან ვუყურებ. ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ჩოგბურთის ისტორიაში. შენით ამაყობს ჩვენი ქვეყანა. დაუჯერებელი კარიერა გქონდა. ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი ხარ . შენი წყალობით შემიყვარდა ეს სპორტი. ჩოგბურთი შენს გარეშე აღარ იქნება იგივე“, - თქვა დე ხეამ განცხადებაში.
10 ოქტომბერს ლეგენდარულმა ნადალმა პროფესიონალური სათამაშო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 2024 წლის დევისის თასის ფინალი, რომელიც 19-დან 24 ნოემბრამდე გაიმართება მალაგაში (ესპანეთი) მისთვის ბოლო ტურნირი იქნება.