მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და სტუმრად ჩილეს ნაკრებს 2:1 აჯობა.
მეორე წუთზე ჩილელები ედუარდო ვარგასის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ „სელესაომ“ მოახერხა თამაშის შეცვლა. პირველი ტაიმის მიწურულს იგორ და კრუზ ჟეზუშმა გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე გამარჯვების გოლი ლუის ენრიკემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი „ბოტაფოგოს“ ღირსებას იცავს. 26-წლიანი პაუზის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებში გოლი „ბოტაფოგოს“ წარმომადგენელმა გაიტანა. აქამდე, ბოლოს ეს ბებეტოს ჰქონდა გაკეთებული, როცა 1998 წლის მუნდიალზე დანიის ნაკრებს გაუტანა. 26 წლის შემდეგ კი, ერთბაშად, „ბოტაფოგოს“ ორმა ფეხბურთელმა შეაგდო ბრაზილიისთვის.
ბრაზილიის ნაკრები 13 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო ჩილეს მხოლოდ 5 ქულა აქვს და მეცხრეა.
ვერ მოიგო არგენტინის ნაკრებმა, რომელიც ვენესუელას სტუმრად დაუზავდა (1:1). ნიკოლას ოტამენდის გოლით „ალბისელესტე“ სწრაფად დაწინაურდა, მაგრამ მეორე ნახევარში სოლომონ რონდონმა გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. არგენტინა 19 ქულით ლიდერია, ხოლო ვენესუელა 11 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
კიდევ ორი მატჩი გაიმართა კონმებოლის შესარჩევში: 10-კაციანმა ბოლივიამ შინ კოლუმბია 1:0 დაამარცხა, ხოლო ეკვადორი და პარაგვაი უგოლოდ დაზავდნენ.
1. | არგენტინა | 9 | 6 | 1 | 2 | 13 | 5 | 8 | 19 |
2. | კოლუმბია | 9 | 4 | 4 | 1 | 9 | 6 | 3 | 16 |
3. | ურუგვაი | 8 | 4 | 3 | 1 | 13 | 5 | 8 | 15 |
4. | ბრაზილია | 9 | 4 | 1 | 4 | 11 | 9 | 2 | 13 |
5. | ეკვადორი | 9 | 4 | 3 | 2 | 6 | 4 | 2 | 12 |
6. | ბოლივია | 9 | 4 | 0 | 5 | 11 | 15 | -4 | 12 |
7. | ვენესუელა | 9 | 2 | 5 | 2 | 7 | 8 | -1 | 11 |
8. | პარაგვაი | 9 | 2 | 4 | 3 | 2 | 3 | -1 | 10 |
9. | ჩილე | 9 | 1 | 2 | 6 | 5 | 14 | -9 | 5 |
10. | პერუ | 8 | 0 | 3 | 5 | 2 | 10 | -8 | 3 |