ფეხბურთი

1:10 | 11.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: საბერძნეთმა "უემბლიზე" ინგლისი დაამარცხა, იტალია პელეგრინიმ დააღალატა

უეფას ერთა ლიგის გათამაშება ერთთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა და მატჩები ოთხივე დივიზიონის რამდენიმე ჯგუფში განახლდა.

A დივიზიონი

II ჯგუფი

A დივიზიონის მეორე და ყველაზე საინტერესო ჯგუფში გაიმართა მესამე ტურის მატჩები. საფრანგეთის ნაკრებს კილიან მბაპეს გარეშეც არ გასჭირვებია სტუმრად ისრაელის ნაკრების განადგურება, რომელსაც 4:1 აჯობა. პირველ ტაიმში ედუარდო კამავინგამ და კრისტოფერ ნკუნკუმ გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმში მატეო გენდუზიმ და ბრედლი ბარკოლამაც გამოიჩინეს თავი.

დღის ცენტრალურ შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა რომში ბელგიას უმასპინძლა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სექტემბერში შესანიშნავად ითამაშა ორივე მატჩი და ეს თამაშიც დიდებულად დაიწყო. პირველივე წუთზე ანდრეა კამბიაზომ გახსნა ანგარიში და „აძური“ დააწინაურა. 25-ე წუთზე კამბიაზოს აქტიურობის შემდეგ მატეო რეტეგიმ სხვაობა ორამდე გაზარდა - 2:0. იტალია სრულად აკონტროლებდა თამაშს, ბელგია თითქოს უშანსოდ იყო, მით უფრო, იტალიის ნაკრებს ბოლო წლებში ბელგიასთან თამაში საერთოდ არ უჭირდა.

თუმცა, ტაიმის ბოლოს ერთმა უწყინარმა მომენტმა ყველაფერი შეცვალა. ლორენცო პელეგრინიმ წითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა. დანიშნული ჯარიმა ბელგიელებმა დიდებულად გაითამაშეს და სხვაობა შეამცირეს. „წითელმა ეშმაკებმა“ მეორე ტაიმში უპირატესობა მოიპოვეს, ლეანდრო ტროსარის გოლით გაათანაბრეს კიდეც, თუმცა ეს მაქსიმუმი გამოდგა - 2:2.

ჯგუფს იტალია 7 ქულით ლიდერობს, 6 ქულა აქვს საფრანგეთს, ბელგიას 4, ხოლო ისრაელი უქულოდაა. მომდევნო ტურში იტალია ისრაელს უმასპინძლებს, ხოლო ბელგია საფრანგეთს.

ისრაელი - საფრანგეთი 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 კამავინგა (7), 1:1 განდელმანი (24), 1:2 ნკუნკუ (28), 1:3 გენდუზი (87), 1:4 ბარკოლა (89)

იტალია - ბელგია 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 კამბიაზო (1), 2:0 რეტეგი (24), 2:1 დე კუიპერი (42), 2:2 ტროსარი (61)

1. იტალია 3 2 1 0 7 4 3 7
2. საფრანგეთი 3 2 0 1 7 4 3 6
3. ბელგია 3 1 1 1 5 5 0 4
4. ისრაელი 3 0 0 3 3 9 -6 0

B დივიზიონი

II ჯგუფი

B დივიზიონის მეორე ჯგუფში სენსაცია დაფიქსირდა - „უემბლიზე“ ინგლისის ნაკრებს საბერძნეთმა მოუგო. ბერძნებმა თანაგუნდელი, ჯორჯ ბალდოკი დაკარგეს, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა, თანაც ის ინგლისში იყო დაბადებული. ასე რომ, უეფას მატჩის გადასადებად საკმარისი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ უეფამ თამაში არ გადადო. საბერძნეთმა კი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მეორე ტაიმის სტარტზე ვანგელის პავლიდისმა გახსნა ანგარიში, რასაც 87-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა უპასუხა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პავლიდისმა დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გარდა ორი გოლისა, საბერძნეთს კიდევ 3 გოლი არ ჩაუთვალეს...

ამავე ჯგუფში ირლანდიამ ფინეთში გაიმარჯვა 2:1. ჯგუფს საბერძნეთი 9 ქულით ლიდერობს, ინგლისს 6 ქულა აქვს, ირლანდიას 3 და ფინეთს არც ერთი.

ფინეთი - ირლანდია 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 პოიანპალო (17), 1:1 სკალესი (57), 1:2 ბრედი (88)

ინგლისი - საბერძნეთი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 პავლიდისი (49), 1:1 ბელინგემი (87), 1:2 პავლიდისი (90)

1. საბერძნეთი 3 3 0 0 7 1 6 9
2. ინგლისი 3 2 0 1 5 2 3 6
3. ირლანდია 3 1 0 2 2 5 -3 3
4. ფინეთი 3 0 0 3 1 7 -6 0

III ჯგუფი

ნორვეგიის ნაკრებმა ერლინგ ჰოლანდის ლიდერობით ოსლოში სლოვენიას ადვილად სძლია - 3:0. „სიტის“ ბომბარდიმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ალექსანდერ სორლოთის აქტივშია.

ავსტრიამ ყაზახეთის ნაკრებს უპრობლემოდ, 4:0 აჯობა და მიმდინარე ერთა ლიგაზე პირველად მოიგო. ჯგუფს ნორვეგია ლიდერობს, შემდეგ მოდიან ავსტრია და სლოვენია, ხოლო ყაზახეთის აქტივში ერთადერთი ქულაა.

ნორვეგია - სლოვენია 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჰოლანდი (7), 2:0 სორლოთი (52), 3:0 ჰოლანდი (62)

ავსტრია - ყაზახეთი 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბაუმგარტნერი (10), 2:0 ლიენარტი (53), 3:0 საბიცერი (56), 4:0 სედლი (79)

1. ნორვეგია 3 2 1 0 5 1 4 7
2. ავსტრია 3 1 1 1 6 3 3 4
3. სლოვენია 3 1 1 1 4 4 0 4
4. ყაზახეთი 3 0 1 2 0 7 -7 1

C დივიზიონი

IV ჯგუფი

C დივიზიონში სომხეთის ნაკრები სტუმრად ფარერებთან მარცხს გადაურჩა, რომელთანაც ორჯერ აგებდა, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიამ ლატვიაში ადვილად გაიმარჯვა.

ლატვია - ჩრდ. მაკედონია 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ათანასოვი (35), 0:2 ქამილი (70), 0:3 ელმასი (90)

ფარერები - სომხეთი 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ბენიამინსენი (37), 1:1 ზელარაიანი (44), 2:1 ბიარტალიდი (85), 2:2 მანველიანი (90)

1. ჩრდ. მაკედონია 3 2 1 0 6 1 5 7
2. სომხეთი 3 1 1 1 6 5 1 4
3. ლატვია 3 1 0 2 2 7 -5 3
4. ფარერები 3 0 2 1 3 4 -1 2

D დივიზიონი

I ჯგუფი

გიბრალტარი - სან მარინო 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბრიტო (62)

1. გიბრალტარი 2 1 1 0 3 2 1 4
2. სან მარინო 2 1 0 1 1 1 0 3
3. ლიხტანშტაინი 2 0 1 1 2 3 -1 1

II ჯგუფი

მოლდოვა - ანდორა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 იონიცა (31), 2:0 ჩოიჩარუ (90)

1. მოლდოვა 2 2 0 0 4 0 4 6
2. მალტა 2 1 0 1 1 2 -1 3
3. ანდორა 2 0 0 2 0 3 -3 0
თეგებიერთა ლიგა
0.105459