ფეხბურთი

16:59 | 10.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (+VIDEO)

„ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველმა ფედერიკო დიმარკოს („ინტერი“), სანტიაგო კასტროს („ბოლონია“), პატრიკ კუტრონეს („კომო“), გლეისონ ბრემერს („იუვენტუსი“) და კრისტიან პულიშიჩს („მილანი“) აჯობა. კვარას პრიზს "ნაპოლი" - "ლეჩეს" მატჩის დაწყებამდე გადასცემენ.

ხვიჩამ სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო, კარიერაში კი მეოთხედ. მას წინა სამი ჯილდო 2022-2023 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული (სექტემბერი, თებერვალი და მარტი).

გასულ სეზონში ის ორჯერ იყო ნომინანტებში, მიმდინარე სეზონშიც აგვისტოში, მაგრამ მაშინ მან გამარჯვება ვერ მოახერხა.

სხვათა შორის, სერია A-ს თვის MVP-ის ჯილდო კვარაცხელიაზე მეტჯერ არავის აქვს მოგებული, იგივე შედეგი მხოლოდ პაულო დიბალას აქვს.

სერია A-ში სექტემბერში კვარაცხელიამ 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117661