„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კლუბის ხელმძღვანელობას კლუბის სავარჯიშო მოედანზე კედლის აშენება მოსთხოვა, რათა სავარჯიშო სესიები ცნობისმოყვარე თვალებისგან, ხოლო ფეხბურთელები უამინდობისგან დაიცვას, - წერსThe Sun.
წყაროს ცნობით, კედელი დაახლოებით ორი კვირის წინათ აღიმართა. ამავდროულად, კედლის ღირებულებამ კლუბის თანამშრომლებში დაბნეულობა გამოიწვია, რადგან გუნდმა ბოლო პერიოდში სერიოზული ზომები მიიღო ხარჯების შესამცირებლად. კედლის ღირებულება კი 261 ათასი დოლარი გახლავთ.
ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.