ფეხბურთი

22:40 | 9.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კლუბმა კვარას კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაუხანგრძლივოს"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ჯანი იმპროტამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან იტალიურ კლუბს მოუწოდა, რომ ქართველის კონტრაქტი, რაც შეიძლება მალე გაახანგრძლივოს.

„მართალია, კვარაცხელია არ არის 100%-ით ფორმაში. ჯერ კიდევ არაა მომწიფებული ფსიქო-ფიზიკურ დონეზე. ცოტა ხნის წინ მამა გახდა და ეს დაეხმარება ზრდაში. კონტე მისგან რაღაც ახალს მიიღებს და კვარა შეიძლება მოედანზე შეუჩერებელი გახდეს. იმედი მაქვს, რომ კლუბი მას ახალ კონტრაქტს, რაც შეიძლება მალე გაუფორმებს. კლუბმა არ უნდა გადადოს ასეთი საკითხი, კვარასნაირი ფეხბურთელი განებივრებული და დაცული უნდა იყოს, რომ სხვა გუნდში არ წავიდეს“, - თქვა იმპროტამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ქართველი ფეხბურთელი იტალიური კლუბის წევრი 2022 წლიდანაა და 97 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ხოლო 23-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.120055