ფეხბურთი

21:23 | 9.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" შეიძლება არდა გიულერი თურქეთში გაანათხოვროს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი არდა გიულერი შესაძლოა, „ფენერბაჰჩეში“ დაბრუნდეს.

როგორც Marca იტყობინება, მხარეები იანვარში 6-თვიან იჯარაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. „რეალს“ 19 წლის თურქის გაყიდვა არ სურს, მაგრამ მეტი სათამაშო დროის მისაღებად შეიძლება ის მშობლიურ კლუბში გაანათხოვროს.

„რეალმა“ არდა გიულერი 2023 წელს „ფენერბაჰჩედან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მაგრამ მიმდინარე სეზონში თავი არ გამოუჩენია.

„ფენერბაჰჩეში“ არდას 51 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი.

0.11459