საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და სლოვენიასთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. 31-ე წუთზე ანდრია ბართიშვილმა დიდებული გოლი გაიტანა, როცა მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა.
თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე სლოვენიელებმა ორჯერ გაიტანეს, წინ გავიდნენ და უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, პოლონეთთან გამართავს, ხოლო სამი დღის შემდეგ სომხეთს დაუპირისპირდება.
საქართველო - სლოვენია 1:2 (1:0)
საქართველო: ასანიძე, ხარებაშვილი, შათირიშვილი, კუპრავა, ხუციშვილი, ქობულიძე, გვარჯალაძე (კობახიძე 59), დიაკონიძე (კატკოვი 59), ჯაბურია (კაკაშვილი 79), ბართიშვილი (ჯიქია 89), ნებულიშვილი (კირვალიძე 79)
გოლები: 1:0 ბართიშვილი (31), 1:1 ვიდენოვიჩი (49, პენ), 1:2 ვიჰერი (51)