ფეხბურთი

18:45 | 9.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეში" ახალი მწვრთნელი დანიშნეს

„კრემონეზეს“ მთავარ მწვრთნელად, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, ეუჯენიო კორინი დაინიშნა.

გამოცდილმა სპეციალისტმა ჯოვანი სტროპა შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. კორინიმ კრემონელები მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩაიბარა.

კორინი ბოლოს „პალერმოს“ ავარჯიშებდა, მანამდე „კროტონეში“, „ფროზინონეში“, „კიევოში“, „ნოვარაში“, „ბრეშაში“ და „ლეჩეში“ იმუშავა. ფეხბურთელობისას „იუვენტუსის“, „სამპდორიას“, „ბრეშას“, „ნაპოლის“, „ვერონას“, „კიევოს“, „პალერმოს“ და „ტორინოს“ წევრი იყო.

კრემონელთა რიგებში ლუკა ლოჩოშვილის გარდა, ასევე დაჩი ლორთქიფანიძეც ირიცხება.

„კრემონეზე“ სერია B-ში 11 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 ოქტომბერს, "იუვე სტაბიას" შეხვდება.

0.06386