ფეხბურთი

14:20 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი გახდა, თუ როგორ მოაგვარებს მადრიდის „რეალი" ტრავმირებული კარვახალის შემცვლელის საკითხს

მადრიდის „რეალი" არ ეძებს შემცვლელს მარჯვენა მცველის დანიელ კარვახალისთვის, რომელმაც მუხლის ჯვარედინი ლიგატების ტრავმა მიიღო, იუწყება Defensa Central. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა შესაძლოა დაახლოებით 12 თვე გამოტოვოს.

წყაროს ცნობით, მადრიდული კლუბი, კარვახალის ტრავმის გამო, ზამთარში არ აპირებს სატრანსფერო ბაზარზე მარჯვენა მცველის შეძენას - „რეალი“ მთლიანად ენდობა ლუკას ვასკესს.

შეგახსენებ, რომ „რეალი" – „ვილიარეალის" მატჩის მიწურულს (2:0), დანი გაზონზე დაეცა და ტკივილისგან ხმამაღლა იკივლა, სტუმართა გარემარბ ჟერემი პინოსთან შეჯახების შემდეგ. ესპანელმა მოედნის დატოვება დამოუკიდებლად ვერ შეძლო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კარვახალმა მუხლი სერიოზულად დაიზიანა და გამოჯანმრთელებას შეიძლება მთელი წელი დასჭირდეს.

0.112223