ფეხბურთი

1:57 | 8.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი მსაჯი: "კვარაცხელიას ორივე ხელით უბიძგეს, პენალტი იყო"

ვეტერანმა იტალიელმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ – „კომოს“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის პენალტი უნდა დანიშნულიყო.

ჩეზარი დარწმუნებულია, რომ მეტოქემ კვარას ორივე ხელით უბიძგა და არბიტრი შეცდა.

„კვარას ორივე ხელით უბიძგეს. მას ბურთი ჰქონდა და კარისკენ მიდიოდა, მაგრამ უბიძგეს, ეს პენალტია“, - აღნიშნა ჩეზარიმ.

შეგახსენებთ, რომ ეს მომენტი მსაჯებმა VAR-ზეც არ შეამოწმეს და პენალტი არ დანიშნა, მიუხედავად ამისა, „ნაპოლიმ“ „კომო“ მაინც დაამარცხა (3:1).

0.111779