ცნობილმა ვებგვერდმა Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა.
„სენტ ეტიენის“ შემტევის, ზურიკო დავითაშვილის ღირებულება 2 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა ის 5 მილიონი ევრო ღირს. ზურიკოს ფასი 5 მილიონი ევრო ზემოხსენებული საიტის ვერსიით არასდროს ყოფილა.
დავითაშვილი ღირებულებით „სენტ ეტიენში“ მესამეა, საქართველოში მეოთხე, ლიგა 1-ში 191-ე, 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 166-ე, მარჯვენა გარემარბებში 173-ე, ხოლო მსოფლიოში - 1882-ე.
ქართველ ფეხბურთელებში ზურიკოზე უფრო ძვირად ხვიჩა კვარაცხელია (80 მილიონი), გიორგი მამარდაშვილი (45 მილიონი) და გიორგი მიქაუტაძე (20 მილიონი) ფასობენ, ხოლო ასევე 5 მილიონია ოთარ კიტეიშვილის და ირაკლი აზაროვის ფასი. ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძეც თამაშობს, რომლის ფასი უცვლელია და ისევ 20 მილიონი ღირს.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შვიდ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.