საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტური გორის „დილას“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ქუთაისის „ტორპედოს“ მარცხით ისარგებლა და ჩამორჩენა შეამცირა.
„დილამ“ სტუმრად „გაგრა“ 5:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულეს ტაირელ ვაუტერმა და ირაკლი ბუღრიძემ, ხოლო ერთხელ შოთა შეყილაძემ გაიტანა. ბუღრიძემ მოედანზე 15 წუთზე ოდნავ მეტი გააკეთა, მაგრამ ორი გოლის გასატანად ეს დრო ეყო.
28 ტურის შემდეგ „ტორპედო“ 57 ქულით ლიდერია, მაგრამ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს „დილას“ და „იბერიას“. თავის მხრივ, „გაგრა“ 26 ქულით მერვე პოზიციას იკავებს.
ეროვნული ლიგა სანაკრებო პაუზის შემდეგ, ორ კვირაში 29-ე ტურით განახლდება.
„გაგრა“ – „დილა“ 0:5 (0:1)
გოლები: 0:1 ვაუტერი (34), 0:2 შეყილაძე (66), 0:3 ბუღრიძე (80), 0:4 ბუღრიძე (84), 0:5 ვაუტერი (90)