ფეხბურთი

22:41 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას დუბლი ნიქოზიის "ომონიასთან" (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მეექვსე ტურში გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, მისი გოლებით კი, „არისმა“ ნიქოზიის „ომონიას“ 2:0 აჯობა.

ქვილითაიამ 25-ე წუთზე თავით გაიტანა ძალიან ეფექტური გოლი, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, პენალტიც ზუსტად დაარტყა.

31 წლის ფეხბურთელს ექვს შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და კიდევ ხუთ ფეხბურთელთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

„არისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 14 ქულით მეორე ადგილზეა, 20 ოქტომბერს კი, სტუმრად „ახნასს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119249