ფეხბურთი

20:25 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "ალავესი" რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქით დაამარცხა

ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში „ბარსელონამ“ „ალავესი“ სტუმრად რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქით 3:0 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

პოლონელმა ფორვარდმა პირველივე ტაიმში სამჯერ დაამწუხრა მეტოქე, მან ორჯერ რაფინიას პასით გაიტანა, ერთხელ - ერიკ გარსიას. „ბარსა“ ჩინებულ ფორმაშია და წინა ტურში „ოსასუნასთან“ მარცხი კონტექსტიდან ამოვარდნილიცაა.

„ბარსელონა“ 24 ქულით ლიდერობს ლა ლიგას და 3 ქულით უსწრებს „რეალს“, ხოლო მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს, „სევილიას“ უმასპინძლებს.

0.125452