საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წაუგებელი სერია შეწყდა. ტოსკანური გუნდი სერია A-ს მეშვიდე ტურში სტუმრად „ლაციოსთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
„ემპოლი“ მეცხრე წუთიდან იგებდა სებასტიანო ესპოზიტოს გოლით, მაგრამ პირველი ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მატია ძაკანიმ გაათანაბრა, ხოლო 84-ე წუთზე პედრომ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ლაციომ“ 2:1 გაიმარჯვა.
ზედიზედ მეხუთედ საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა. „ემპოლიმ“ ზედიზედ სამი მშრალი მატჩის შემდეგ პირველად გაუშვა გოლები, ხოლო სეზონში პირველი მარცხი განიცადა.
საბა გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს, „ნაპოლის“ უმასპინძლებს, შესაბამისად, დიდი შანსია, მოედანზე ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება შედგეს.