ფეხბურთი

18:29 | 6.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი "შახტარს" გაუტანა (+VIDEO)

უკრაინის ჩემპიონატის მეცხრე ტურში დონეცკის „შახტარმა“ „ჩერკასს“ უმასპინძლა, რომელიც 5:1 გაანადგურა, მაგრამ სტუმართა შორის ერთადერთი გოლი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა 62-ე წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ნონიკაშვილი მოედანზე შეუცვლელად იყო, ხოლო „შახტარის“ რიგებში 90 წუთი ითამაშა ირაკლი აზაროვმა. აღსანიშნავია, რომ შოთამ ორჯერ დაარტყა პენალტი, პირველი მეკარემ აუღო, მაგრამ მას ფეხები კარის ხაზზე არ ჰქონდა დაფიქსირებული და პენალტი ქართველმა თავიდან შეასრულა, რომელიც უკვე ზუსტად დაარტყა. ვთქვათ ისიც, რომ თერთმეტმეტრიანი დონეცკელთა კარის მიმართულებით აზაროვის მხრიდან თამაშის წესებიდ დარღვევისთვის დაინიშნა.

ნონიკაშვილმა უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებულ მეექვსე მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

„შახტარი“ 16 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ჩერკასს“ 12 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125833