„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ევროპა ლიგის მეორე ტურში „პორტუსთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, „მანჩესტერი“ სეზონის ბოლოს უნდა შეაფასონ არა ახლა.
„თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, ვდომინირებდით, ორი გოლი გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ კონტროლი დავკარგეთ. დასაწყისი და დასასრული კარგი იყო, მხოლოდ თამაშის შუა ნაწილი ჩავაგდეთ. რთულია ამ სტადიონზე თამაში. ბურთის უკეთესი ფლობა უნდა გვქონდეს, თავიც უკეთ უნდა დავიცვათ. არც ისე დიდი ხნის წინ გვქონდა სამმატჩიანი მშრალი სერია, ასე რომ შეგვიძლია ამის გაკეთება. ნუ განიკითხავთ „მანჩესტერს“ ახლა, განგვსაჯეთ სეზონის ბოლოს. პროცესში ვარ, მოვუმატებთ. ბრძოლას ვაგრძელებთ, ჩანს სულისკვეთება, ფეხბურთელები ერთიანები არიან, სურთ წარმატების მიღწევა. თუმცა, უნდა მოვუმატოთ, განსაკუთრებით დაცვაში“, - თქვა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ევროპა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვს მოპოვებული.