ფეხბურთი

22:03 | 3.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

არიედო ბრაიდა: "ნაპოლიმ" კვარაცხელიას უნდა მისცეს ის, რასაც ითხოვს, თორემ ვერ შეინარჩუნებს"

„მილანის“ ყოფილმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, „ნაპოლიმ“ კვარას მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შენარჩუნება შეუძლებელი იქნება.

„თუ ფეხბურთელის შენარჩუნება გინდა, ბევრი უნდა გადაიხადო, კონკურენცია დიდია. შეიძლება „ნაპოლიში“ უფრო დაბალ ფასად დარჩეს, ვიდრე ევროპული გრანდები სთავაზობენ, მაგრამ მის კონტრაქტს უნდა მოერგო. გუნდის ლიდერები შესაბამისად უნდა დაფასდნენ. ის და ლუკაკუ განსხვავებას ქმნიან. კვარაცხელია „ნაპოლიში“ ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ უნდა მისცენ ის, რასაც ითხოვს, თორემ მისი შენარჩუნება შეუძლებელი იქნება. მოლაპარაკებებშიც საჭიროა ბალანსი“, - თქვა ბრაიდამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ხელფასის სახით სეზონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.111741